რას გთავაზობთ

რას გთავაზობთ

ჩვენ გთავაზობთ, სოციალური ქსელის მეშვეობით ხელი შევუწყოთ თქვენი ბიზნესის განვითარებასა და წარმატებას. სოციალური არხების აქტიური და სწორი გამოყენება უზრუნველყოფს როგორც მიზნობრივი აუდიტორიის საიტზე მოზიდვას, ასევე ბრენდის, პროდუქციის, ბიზნესის პოპულარიზაციასა და ცნობადობის გაზრდას.
ჩვენ მზად ვართ ვმართოთ სოციალურ ქსელში არსებული თქვენი გვერდები.
DoSocial.me გთავაზობთ საინტერესო კონტენტის შექმნას, სხვადასხვა პლატფორმებზე განთავსებას, სარეკლამო კამპანიების დაგეგმვას, მომხმარებელთან ორმხრივი კომუნიკაციის ფარგლებში დროულ და კომპეტენტურ პასუხებს კომენტარებზე, სოციალური გვერდების მონიტორინგს, კომპანიის იმიჯის გაუმჯობესებას, საზოგადოებაზე ორიენტირებულობასა და მისი ერთგულების მოპოვებას.

როგორ დავრეგისტრირდე

სამი ნაბიჯი და თქვენი ბიზნესის
სოციალური პლატფორმები სანდო ხელშია:

1. აირჩიეთ პაკეტი თქვენთვის მისაღები ბიუჯეტისა და
მახასიათებლების მიხედვით.

2. რეგისტრაციის ღილაკზე დაჭერის შემდეგ,
შეავსეთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა.

3. თანამშრომლობისთვის საჭირო დეტალების დასაზუსტებლად,
თქვენ დაგიკავშირდებათ ჩვენი სოციალური მედიის მენეჯერი.

რატომ გვირჩევენ ჩვენ

სოციალური ქსელების მართვა, მიზნად ისახავს თქვენი ბრენდის ონლაინ სივრცეში პოპულარიზაციას.
ჩვენ ვეხმარებით თქვენს ბრენდს მოიპოვოს ნდობა და დაამყაროს ურთიერთობა პოტენციურ მომხმარებლებთან.
სოციალურ ქსელში ჩვენი მომსახურებით სარგებლობის უპირატესობებია: მომხმარებელთა დროული ინფორმირება; გვერდებზე აქტივობის გაზრდა; ახალი მომხმარებლების მოზიდვა.
დამატებითი უპირატესობებია: საერთაშორისო საძიებო სისტემებში რეიტინგების ზრდა, ბლოგის პოლულარიზაცია, რეპუტაციის მართვა.

რას ამბობენ ჩვენი მომხმარებლები
არაფერია უფრო სანდო, ვიდრე ჩვენი მომხმარებლების აზრი ჩვენს შესახებ.

არც ისე დიდი ხანია რაც dosocial.me-სთან დავიწყეთ თანამშრომლობა, მაგრამ უკვე რამდენიმე კვირაში ვიგრძენით განსხვავება. საგრძნობლად იმატა მომხმარებელთა აქტივობამ და ახალი შეკვეთების მსურველთა რიცხვმა.

ნატა ჩიქოვანი, ao.ge

dosocial.me პროფესიონალურად მიუდგა ჩვენი სოციალური პლატფორმების მართვას. შედეგიც ძალიან კარგი მივიღეთ – გაყიდვები გაიზარდა 30 პროცენტით. კომპანია მაღალ დონეზე უწევს ადმინისტრირებას ჩვენს სოციალურ გვერდებს და აწარმოებს სარეკლამო კამპანიების მართვას.

თამარ კაპანაძე, burgerbar.ge

ჩვენთვის, როგორც ხელოვანთა გუნიდსთვის მოსახერხებელია ჩვენი სოციალური გვერდების მართვა მივანდოთ ისეთ პროფესიონალურ კომპანიას, როგორიც არის dosocial.me სრული პასუხისმგებლობით ვუწევთ რეკომენდაციას.

მაკა რაზმაძე, Art Contact